მარნეულის "ჯეო ჰოსპიტალსში" კვირებია კორონავირუსი არ დაფიქსირებულა
მარნეულის მუნიციპალიტეტის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში კორონავისრუსის შემთხვევები ორ კვირაზე მეტია არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ ინფორმაცია ამავე სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა ტატა შენგელაიამ გვითხრა.

„კარგა ხანია სიმშვიდე გვაქვს კლინიკაში. პაციენტები მუდამ გვყავს, ყოველდღიურად ვიღებთ ტესტებს, ვაგზავნით ლუგარის ლაბორატორიაში და საბედნიეროდ, უარყოფითია ამ დრომდე ყველა პასუხი“ - თქვა ტატა შენგელაიამ

დღევანდელი დღის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 917 დადასტურებული შემთხვევაა გაოვლენილი. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 776. გარდაიცვალა 14. კარანტინის რეჟიმში კი 2687 ადამიანი იმყოფება


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები