კელი დეგნანი - ყველას გვსურს 8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულებული ვიხილოთ
8 მარტის შეთანხმება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის მოხდა და ეს ნამდვილად დიდი წარმატება იყო. ახლა ჩვენ ყველას გვსურს ვიხილოთ, რომ შეთანხმების ორივე ნაწილი შესრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ს სურს, იხილოს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს საქართველოში რაც შეიძლება მაღალი მხარდაჭერა ჰქონდეს.

„ეს დემოკრატიული პროცესების ნამდვილი პროგრესის მაჩვენებელი იქნება და შექმნის პირობებს სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. გვსურს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მთელმა პარლამენტმა დაუჭიროს მხარი, რათა საქართველომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ნამდვილად წარმატებულად მიაღწიოს,“ - განაცხადა კელი დეგნანმა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები