სიახლე
ვლადიმერ პუტინი - კორონავირუსზე ტესტს ყოველ სამ-ოთხ დღეში ერთხელ, რეგულარულად ვიტარებ
რუსეთის პრეზიდენტი კორონავირუსზე ტესტს ყოველ სამ-ოთხ დღეში ერთხელ იტარებს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ტელეკომპანია „რასია 1“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ტესტს სამ-ოთხ დღეში ერთხელ რეგულარულად ვიტარებ“, - განაცხადა პუტინმა.

კითხვაზე, არის თუ არა ტესტის პასუხი უარყოფითი, პუტინმა განაცხადა: „დიდება ღმერთს, კი“.

რუსეთის ლიდერის შეფასებით, კრიზისი, რომელიც კორონავირუსით არის გამოწვეული, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე და მასშტაბურია, რასთანაც კი ოდესმე შეხება ჰქონია.

მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი დაავადდა რუსეთში და ახლაც ავადმყოფობს, რაც უზარმაზარი დატვირთვაა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ამ სისტემაში მუშაობს.

წყარო: ინტერპრესნიუსი
| Print |