მსოფლიოში კორონავირუსს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკის თანახმად, ახალი კორონავირუსის — SARS-CoV-2-ის მიერ გამოწვეულ დაავადება COVID-19-ს მსოფლიოს მასშტაბით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ამერიკის შეერთებულ შტატებში — 125 803, შტატებშია ასევე ინფიცირების ყველაზე დიდი მაჩვენებელი.

მეორე ადგილზე ორივე მაჩვენებელში არის ბრაზილია — ვირუსს იქ 57 000 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა.

ასევე, ხუთეულში სიკვდილიანობის მხრივ არიან გაერთიანებული სამეფო, იტალია და საფრანგეთი.

წყარო: ნეტგაზეთი
Print