21 სექტემბრამდე მეტრო ისევ 23 საათამდე იმუშავებს
თბილისის მერიის ინფორმაციით, 21 სექტემბრამდე მეტრო ისევ შემცირებული გრაფიკით, 23 საათამდე იმუშავებს. მერიის განმარტებით, მეტროს ენერგოუსაფრთხოებისა და სავენტილაციო სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევა გლობალური პანდემიის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა გამოიწვია.

მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოები 2019 წლის პირველ ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, 450 კმ სიგრძის ძალოვანი კაბელი და 32 გამნიავებელი იცვლება.

წყარო: On
Print