სიახლე
ავტოსაგზაო შემთხვევა მაგისტრალზე [video]
ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-წითელი ხიდის მაგისტრალზე.

ტრაილერის მძღოლმა სავარაუდოდ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის დამცავი ჯებირი გაარღვია და გადაყირავდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძღოლი არ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

სატვირთო ავტომობილი ხორცით იყო დატვირთული.



FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია