ამ ეტაპზე ფიტნესცენტრებისა და აუზების გახსნა არ იგეგმება — თურნავა
ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ამ ეტაპზე ფიტნესცენტრებისა და აუზების გახსნა ჯერჯერობით არ იგეგმება.

მისი განმარტებით, აქ კორონავირუსის გავრცელების მომატებული რისკი კვლავ რჩება.

"გვრჩება კიდევ საქმიანობის გარკვეული მცირე რაოდენობა შეზღუდული, გვესმის ყველას პრობლემა, ეს არის ფიტნესცენტრები, აუზები, მაგრამ შედარებით მომატებული რისკის საქმიანობაა, თუმცა შემდეგ ეტაპზე უკვე განვიხილავთ ამ საქმიანობებზე შეზღუდვების მოხსნასაც ყველა პროტოკოლის დაცვით, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით ამაზე არ ვსაუბრობთ", განაცხადა თურნავამ.

წყარო: On
Print