სიახლე
მეორე პანდემია დიდი ხანი არ იქნება — გამყრელიძე
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მეორე პანდემია „დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება“.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვებს დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც ჩინეთში მეცნიერებმა გრიპის ახალი ვირუსი აღმოაჩინეს, რომელსაც მომავალში გლობალური პანდემიის გამოწვევის პოტენციალი გააჩნია.

„მოგეხსენებათ, ოცდამეერთე საუკუნე ასეთი ახალი მოვლენებით „გაგვანებივრებს“.

ეს ე.წ. ახლად წარმოშობილი დაავადებები და ინფექციები გახლავთ მთავარი გამოწვევა, რომელიც ეკოლოგიაში მიმდინარე პროცესებს — გლობალურ დათბობას, კლიმატის ცვლილებას მოჰყვება.

ამ ტიპის ვირუსები ჩნდება პერიოდულად, მაგრამ მათი ძალიან მცირე ნაწილი ხდება ადამიანისთვის გადამდები და შემდგომ ეპიდემიის ან პანდემიის წყარო. მეორე პანდემია დიდი ხნის განმავლობაში არ იქნება.

როდესაც კორონავირუსის პანდემიას მოვილევთ, თქვენი თაობა, დარწმუნებული ვარ, მეორე პანდემიას აღარ მოესწრება“,
— აღნიშნა გამყრელიძემ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია