პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ მარნეულში საინფორმაციო მსვლელობა გამართა

დღეს, 30 ივნისს, პარტია „ლელო საქართველოსათვის“ მარნეულში საინფორმაციო ხასიათის მსვლელობა გამართა.

მსვლელობა პირველ ივლისს, მარნეულში პარტიის რაიონული ორგანიზაციის გახსნას უკავშირდება.

მარნეულში პარტიის რაიონული ორგანიზაციის გახსნის ცერემონია პირველ ივლისს, რუსთაველის N49-ში 12:00 საათზე, გაიმართება. „ლელო“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ლიდერს წარადგენს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.

მარენულის ქუჩებში აქტივისტებთან ერთად მოსახლეობას „ლელოს“ მარნეულის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურად მურადოვიც შეხვდა. მისი თქმით, „ლელოში“ გაწევრიანების ერთ-ერთი მიზეზი პარტიის პოლიტიკური წარსულის სისუფთავეა.

„პარტიაში ჩემი ჩართულობის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ახალი პარტიაა, პოლიკიური წარსული სუფთა აქვს. ლიდერების პოლიტიკური ხედვები, მსოფლმხედველობა და ღირებულებები ჩემსას ემთხვევა. ამიტომ გატავწყვიტე პარტიაში გაწევრიანება და ბრძოლა“.

მურადოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პარტია „ლელო“ ოფიციალურად დეკემბერში დარეგისტრირდა, მოკლე დროში რეიტინგის მოპოვება და რაიონული ორგანიზაციების გახსნაც შეძლო.

„მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი წელია რაც პარტია შეიქმნა, უკვე ათასობით წევრი ჰყავას. აქტვისტები, ახალგაზრდები, უერთდებიან პარტიას. პარტიის ძირითადი მიზანი საპარლამენტო არჩევნებში მაქსიმალურად ბევრი მანდატის მოგროვება და ხელისუფლების ფორმირებისათვის ძირითად პარტიად გადაქცევაა“ - ამბობს მურადოვი

მურად მურადოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ პარტია 30-ივე მაჟორიტარულ ოლქში თავის კანდიდატს წარადგენს, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ საერთო ოპოზიციურ კანდიდატზე შეჯერების შემთხვევაში „ლელომ“ მას დაუჭიროს მხარი.

„პარტიის მიზანი და იდეაა, რომ ყველა ოლქში თავისი მაჟორიტარი კანდიდატი წარადგინოს. თუ დავინახეთ, რომ ოპოზიციას ერთი, რეალური, კანდიდატი ჰყავს და გამარჯვების შანსი აქვს, მაგ შემთხვევაში „ლელო“ ამ კანიდატს დაუჭერს მხარს, მაგრამ ეს მხოლოდ იდეაა. 30-ივე ოლქში „ლელოს“ თავისი კანდიდატი ეყოლება“.

მირადოვის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება, მაქსიმალურად ბევრი ხმის დაგროვებას შეძლებს და ის ამისათვის მზადაა.
„თუ დავინახავ, რომ ოპოზიციის საერთო კანტიტადი რეალურად იქნება და მისი წარსული სუფთაა მხარს დავუჭერ. ახლა ოპოზიციის ერთადერთი მიზანია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და ამ მიზნისთვის ჩვენს ამბიციებზე უარი უნდა ვთქვათ და საერთო კანდიდატი უნდა წარვადგინოთ“ - აცხადებს მურად მურადოვი

სამოქალაქო მოძრაობა „ლელო“ 2019 წლის 12 სექტემბერს „თბს“ ბანკის დამფუძვნებლებისა და ყოფილი თავმჯდომარეების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ დაფუძნდა.

რადიო „მარნეული“

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print