სიახლე
მარნეულის მერიას საქმიანობის პოპულარიზაციისთვის 128 490 ლარი აქვს გათვალისწინებული
მარნეულის მერია საქმიანობის გაშუქებისათვის რამენიმე მედიასაშუალებას თანხას უხდის. მათ შორის არის შპს „პრაიმთაიმი“ და შპს „პირველი“ მრიას აღნიშნულ სააგეტოებთან ხელშეკრულება გამარტივებული წესით აქვს გაფორმებული.

ხელშეკრულების საგანი:
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის 10.02.2020 წლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საინფორმაციო მომსახურების (შემსყიდველის საქმიანობის ამსახველი ინფორმაციული მასალების, დაგეგმილი ღონისძიებების ანონსების, აგრეთვე განცხადებების განთავსება საინფორმაციო სააგენტო Primetime.ge - ზე (თვეში 5 (ხუთი) ინფორმაციული ტექსტი) შესყიდვა. - წერია ხელშეკრულებაში

მარნეულის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ ორგანიზაციას თვეში 150 ლარს უხდის, ხელშეკრულების თანახად კი მსგავსი საქმიანობა, მათ 9 თვის განმავლობაში უნდა განახორციელონ, რაშიც მერიას 2020 წლის ბიუჯეტიდან 1 350 ლარი აქვს გამოყოფილი.

რაც შეეხება შპს „პირველს“, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას აღნიშნულ სააგენტოსთან 10 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.

ხლშეკრულების საგანი:
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის 10.02.2020 წლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, საინფორმაციო მომსახურების (შემსყიდველის საქმიანობის ამსახველი ინფორმაციული მასალების, დაგეგმილი ღონისძიებების ანონსების, აგრეთვე განცხადებების განთავსება ვებ-გვერდზე www.pia.ge – ზე (თვეში არაუმეტეს 5-ჯერ) - წერია ხელშეკრულებაში

მომსახურების 1 თვის საფასური შეადგენს 150 ლარს. ხელშეკრულების თანახად კი მსგავსი საქმიანობა, შპს „პირველმა“ 10 თვის განმავლობაში უნდა განახორციელოს, რაშიც მერიას 2020 წლის ბიუჯეტიდან 1 500 ლარი აქვს გამოყოფილი.

მარნეულის მერიის საქმიანობას ადგილობრივი მარნეულის ტელევიზიასაც აშუქებს. წელს სატელევიზიო მომსახურების თანხა 125 640 ლარს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მერია მათი საქმიანობის პიარისთვის, გასულ წლებშიც უხდიდა სხვადასხვა მედიასაშუალებას თანხას. მათ შორისაა შპს „ინფო რუსთავი“ შპს „ახალი ამბების“ საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ და შპს „კლიპ - არტი“.

| Print |