1-ელი ივლისიდან 70 წელს ზემოთ პირების პენსია 250 ლარი, მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები პენსიონერების პენსია კი 300 ლარი გახდა
70 წელს ზემოთ პენსიონერებს, დღეიდან, 1-ელი ივლისიდან პენსია 30 ლარით გაეზრდებათ და 250 ლარს მიაღწევს.

გარდა ამისა, მთავრობის მიერ რამდენიმე თვის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, იზრდება მაღალმთიან სოფლად მცხოვრები პენსიონერების პენსიაც და ის 300 ლარით განისაზღვრება.

პენსიების ზრდა 2020 წლის ანტიკრიზისული ბიუჯეტით არის გათვალისწინებული, რომელზეც ფინანსთა სამინისტრომ და სხვა ეკონომიკურმა უწყებამ იმუშავა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print