ლეჟბადინელები ძროხების მასიურ დახოცვას სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საძოვრების შეწამვლას უკავშირებენ
დღეს, 2 ივლისს, დილის საათებში, მარნეულის რაიონის სოფელ ლეჟბადინში 10-მდე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოკვდა. ლეჟბადინელი ჯავანშირ ზეინალოვი აცხადებს, რომ ძროხები დილით საძოვარზე გაიყვანეს რა დროსაც საქონელმა წაქცევა დაიწყო და დაიხოცა. ზეინალოვი ასევე ამბობს, რომ წინა დღით სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ადგილზე, სადაც ცხოველები დაიხოცნენ, დეზინფექცია ჩაატარეს.

„ერთი წლის წინ 60 000 ლარიანი კრეტიდი ავიღეთ ამ საქონლის შესაძენად. ხბოები ვიყიდეთ და აი, ახლა ეს დაგვემართა. გუშინ მგონი ტერიტორია შეწამლეს, მაგრამ არ გვითხრეს. გაეკრათ ინფორმაცია, რომ ტერიტორია შეწამლულია და გვეცოდინებოდა, ჩვენც არ შემოვიდოდით. ცხოველები მოვიყვანეთ, 5 წუთი გავიდა და მოიწამლნენ“ - ამბობს ჯავანშირ ზეინალოვი

სოფელ ლეჟბადინის საძოვრები

კიდევ ერთი დაზარალებულის ჰაჯი შამილოვის თქმით, ცხოველებს დღემდე არანაირი დაავადება არ ჰქონიათ. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მასიურ დახოცვას ისიც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ საძოვარი ტერიტორიის შეწამვლას უკავშირებს.

„კრედიტით ვიყიდეთ საქოენლი. ერთი წელია ვუვლით. დილით მოვედით რომ საძოვარზე გაგვეშვა. კალიის საწინააღმდეგო წამლით შეწამლეს ტერიოტორია. არავის არ მისცეს ინფორმაცია. მოსახლეობამ საქონელი საძოვარზე გაიყვანა და იქ მოკვდნენ. არანაირი დაავადება არ ჰქონიათ. დაახლოებით 10 წუთში დაიხოცა ყველა“ - ამბობს ჰაჯი შამილოვი

როგორც რადიო „მარმეულს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა მირანგულა ლიპარტელიანმა უთხრა, ამ ეტაპზე ეპიდმოკვლევა მიმდინარეობს. პასუხები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი. მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, მარნეულში კალიის საწინააღმდეგო წამლით შეწამვლა თვეზე მეტია ხორციელდება და მოსახლეობას ყოველთვის აფრთხილებენ, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქონელი ამ ტერიტორიაზე არ შეუშვან. ლიპარტელიანი ამბობს, რომ გაფრთხილებული იყო ლეჟბადინის მოსახლეობაც.

რადიო „მარნეული“


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები