სომხეთი რუსეთისგან იარაღით ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებით მარაგდება
რუსეთი სომხეთს იარაღით ინტენსიურად ამარაგებს.
სამხედრო წრეებში წყაროს ინფორმაციით, ბოლო დღეებში რუსეთი სომხეთს საჰაერო გზით, საერთაშორისო სამოქალაქო ხაზების გამოყენებით, სხვადასხვა თანამედროვე შეიარაღებასთან ერთად, “გრადის” ტიპის ზალპურ იარაღსაც აწვდის. ამავე წყაროს თანახმად, სომხეთი ირანის საჰაერო სივრცის გამოყენებით მარაგდება.

აღნიშნულის მიხედვით, რუსეთი ხელს უწყობს კავკასიაში სამხედრო ესკალაციას და სამხრეთ კავკასიაში ორ მეზობელ ქვეყანას – სომხეთს და აზერბაიჯანს ომისკენ უბიძგებს.

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მოახდინა და შექმნა ორი დე ფაქტო სახელმწიფო – ე.წ. აფხაზეთი და ე. წ სამხრეთ ოსეთი. მოგვიანებით კი მათი დამოუკიდებლობა აღიარა. ეს რეგიონები უკვე 10 წელია რუსეთის დოტაციაზე არიან.

წყარო:kvira.ge
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები