სიახლე
რომელ ქვეყნებთან განიხილავს საქართველო პირდაპირი ფრენების აღდგენას?
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღსადგენად მოლაპარაკებებს აწარმოებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, პოლონეთთან და ა.შ.

„გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, ბალტიისპირეთი და ყველა იმ ქვეყანასთან, რომელთანაც გვაქვს შესაძლებლობა სწრაფად აღვადგინოთ პირდაპირი მიმოსვლა. მიუხედავად იმისა, თუ რა ვადებში და რომელ ქვეყნებთან აღდგება პირდაპირი ფრენები, მთავრობამ უკვე გადაწყვიტა, რომ ქართველი ემიგრანტების ორგანიზებულად ჩამოყვანის პროგრამა ორშაბათიდან დაიწყება. და ბილეთის ფასები არ იქნება ის კატასტროფული, რასაც დღეს ასახელებენ, არამედ 200 ევროზე მეტი არ იქნება“, -
განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ ჩარტერულ ავიარეისებს ამ დრომდე ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი" ასრულებდა, ხოლო პრემიერის თქმით, ამიერიდან აღნიშნულ პროგრამაში სხვა ავიაკომპანიებიც ჩაერთვებიან.

წყარო: ბმ
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია