ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოავარიის შედეგად, „მერსედესის“ მარკის
ავტომობილი ამოყირავდა. ავარიის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ერთი პირი.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ავტოავარიაში სულ 3
მანქანა ფიგურირებდა. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ადმინისტრაციული
სამართალწარმოება დაიწყო.