ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოავარიის შედეგად, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ამოყირავდა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტოავარიის შედეგად, „მერსედესის“ მარკის ავტომობილი ამოყირავდა. ავარიის შედეგად, მსუბუქად დაშავდა ერთი პირი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, ავტოავარიაში სულ 3 მანქანა ფიგურირებდა. უწყების ინფორმაციით, საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაიწყო.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print