საიმერლოს რამდენიმე ქუჩაზე, დაზიანებული გზების გამო, საჯარო ტრანსპორტი შესვლას თავს ისევ არიდებს
რამდენიმე თვეა, რაც მარნეულის მუნიციპალური ტრანსპორტი სოფელ საიმერლოს შიდა გზებზე ამოვარდნილი გრაფიკით მუშაობს. მაგალითად, თუ აქამდე მოსახლეობამ მიახლოებით მაინც იცოდა როდის უნდა გამოევლო ტრანსპორტს, ახალა ეს სიტუაცია შეიცვალა და მათი მარნეულამდე ჩამოსვლის დრო მძღოლების „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული. სოფელ მსგავსი პრობლემა სამ უბანზეა, კერძოდ - ზაზა ბოჭოიძის, ბარათაშვილის და შამათავს ქუჩებზე. როგორც მოსახლეობა ამბობს, სოფელში ტრანსპორტის გრაფი მას შემდეგ აირია, რაც წყალარინების მშენებლობის მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყეს, რის შედეგადაც ასფალტი დაზიანდა.

„მოსახლეობა მართლა შეწუხებულია უკვე. ტრანსპორტი ნორმალურად არ მუშაობს. გზები რომ არის დაზიანებული აქით ეზარებათ წამოსვლა. ეს გზები ჩვენ არ გაგვიფუჭებია,კომპანიამ დააზიანა და მიიყვანონ საქმე ბოლომდე“

„რამდენი შემთხვევა მქონია ამ პაპანაქება სიცხეში ვმდგარვარ გარეთ საათობით და ტრანსპორტი არ მოსულა. ერთხელ რომ დავინტერესდი რა ხდებოდა, ბოლო გაჩერებაზე ავედი, თურმე მარშუტკები იქიდანვე ბუნდებიან“ - გვითხრა საიმერლოს მოსახლეობამ, რომლემბმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

ტრანსპორტის ამოვარდნილი გრაფიკით მუშაობას ადასტურებენ მარნეულის საჯარო ტრანსორტის კომპანიის დირექტორებიც და ამბობენ, რომ სამარშრუტო ტაქსები დაზიანებულ გზაზე უფუჭდებათ. ამბობენ, რომ არსებული პრობლემის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ თვითმმართველობას უკვე აქვს. 

„ჩვენც ძალიან ვარიდებთ შესვლას თავს იქითა გზებზე. ცუდ გზაზე არამარტო ჩვენი არამედ ყველას ტრანსპორტი ფუჭდება“- გვითხრა მერიის ბალანსზე მყოფმა სატრანსპორტო კომპანიის შპს „ავტოპარკის“ დირექტორმა.

„ჩვნ მორიგობა გვაქ დაწესებული და ისე შედიან ტრანსპორტი იმ გზებზე, ყველა არ შედის. ცუდი გზებია, გვპირდებიან გავაკეთებთო, მაგრამ რა ვიცი აბა..“ -ქვა თქვა შპს „ექსპრეს ტურისტის“ ხელმძღვანელმა იური სამხარაძემ

მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე ამბობს, რომ კომპანიას, რომელიც მარნეულში წყალარინების სისტემის პროექტს ახორციელებს, მათ უკვე მისცეს შენიშვნები.

წინა კვირაში შეხვედრა გვქონდა კომპანიასთან, რომელიც აწარმოებს სამუშაოებს. გადაცემულია მათზე  ყველა შენიშვნა. ეს არ არის მარტო საიმერლოს პრობლემა, სხვაგანაც არის. მითითება მიცემულია და გამოასწორებენ უმოკლეს დროში“

თუ როდის დადგება „უმოკლესი დრო“, უცნობია. აღსანიშნავია, რომ საიმერლოელები მსგავსი პრობემის წინაშე რამდენიმე თვის წინაც(იანვარი) აღმოჩნდნენ. მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე დაზიანებული გზები ამოავსეს, თუმცა მალევე ამოიყარა. 


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები