საცურაო აუზები და სპორტდარბაზები იხსნება
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც დადგენილ რეგულაციებს დააკმაყოფილებენ – გაიხსნება.
მთავრობის ცნობითვე, აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციებს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი დღეს, 6 ივლისს, გამოაქვეყნებს, ხვალიდან კი შემოწმებას დაიწყებს.

“საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, – აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას,”-აცხადებენ მთავრობაში.

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, სპორტული დარბაზების შემთხვევაში ყოველ 6 კვადრატულ მეტზე დაიშვება ერთი ადამიანი, ამასთან, საშხაპეები ტიხრებით უნდა იყოს გამოყოფილი, კარადები უნდა იყოს ერთის გამოტოვებით, პირსახოცები კი ერთჯერადი შეფუთვის უნდა იყოს. ამას გარდა, მთავრობა ჯგუფური ვარჯიშებზე ლიმიტს აწესებს – ჯგუფში არაუმეტეს 10 ადამიანი უნდა იყოს.

რაც შეეხება აუზებს, ფერაძის თქმით, ამ შემთხვევაში წყლის ლაბორატორიული კვლევა იქნება საჭირო კოლიბაქტერიებზე. შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი რბილი მასალების გამოყენება. ამასთან, ყოველი გამოყენების შემდეგ შეზლონგების დეზინფექცია უნდა ჩატარდეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები