მდინარეში მაშველები მამაკაცს ეძებენ
ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ. სამძებრო სამუშაოებში 10 მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს 3 მყვინთავი, 2 გასაბერი ნავი და სპეცტექნიკაა ჩართული. ასევე, სამუშაოებში სპეციალისტები იყენებენ დრონს და ექო ლოტს, რომლითაც ხდება ფსკერის სკანირება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება მამაკაცის დაკარგვის შესახებ დღეს დილით შევიდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები