მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში გაჩენილი
ხანძრის ქრობის სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
განუცხადეს, ცეცხლის ქრობის პროცესში სულ 110 მეხანძრე-მაშველი და 7
ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკაა ჩართული.
მათივე ცნობით, ტერიტორიაზე შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი
აგრძელებს მუშაობას.
„ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ართულებს ძლიერი სიცხე და
რელიეფი. შესაბამისად, ადგილზე მობილიზდა დამატებითი ძალები. სვანეთში
იმყოფებიან მეხანძრე-მაშველთა პირადი შემადგენლობები სხვადასხვა
რეგიონებიდან 80 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ადგილზე
მუშაობს დამატებით 5 სახანძრო-სამაშველო ავტოცისტერნა და 2 - 10
ტონიანი ტყალმზიდი. სულ პროცესში ჩართულია 110 მეხანძრე-მაშველი და 7
ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ტერიტორიაზე მუშაობას აგრძელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზაღვრო პოლიციის 2
ვერტმფრენი“, - აცხადებენ უწყებაში.
სოფელ ხაიშთან, ტყის მასივში ხანძარი 5 ივლისს გაჩნდა.