9 ივლისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,
დღეს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა
ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42 გრადუსს, მთიან რაიონებში -35,
37გრადუსს, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს
მიაღწიოს.
აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა
ბარში 34, 39 გრადუსის, მთიან რაიონებში კი 29, 34 გრადუსის
ფარგლებშია მოსალოდნელი.
„ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ტყის ხანძრების
გაჩენას. 8 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 ივლისამდე საქართველოს
ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება. დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან
ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და
ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა“, - აცხადებენ გარემოს
ეროვნულ სააგენტოში.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე
წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე
წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული
პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.