საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების რეჟიმი შესაძლოა წლის ბოლომდე გახანგრძლივდეს
პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მთავრობას 2021 წლის პირველ იანვარმდე ექნება შესაძლებლობა, საგანგებო მდგომარეობის გარეშე დააწესოს შეზღუდვები.

აღნიშნული კანონმდებლობის მიხდევით, არ იცვლება “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონის შინაარსი, თუმცა იცვლება მისი მოქმდების ვადა. საქმე ეხება საქართველოს კანონით 22 მაისს შემოღებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც, მთავრობას უფლება ეძლევა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეზღუდოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები ისე, რომ აღნიშნული საკითხები პარლამენტის სხდომაზე განსახილველად არ გამოიტანოს.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი მიზანია 2020 წლის 15 ივლისის შემდეგაც შენარჩუნდეს ის არსებული სამართლებრივი მექანიზმი, “რომელიც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად მყისიერი და ეფექტიანი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას და პროცესების სწორად წარმართვას უზრუნველყოფს”. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კორონავირუსი ქვეყნისთვის კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და არსებული რეალობიდან გამომდინარე აუცილებელია, მმართველ ორგანოს კვლავ მიეცეს “სათანადო რეგულაციების მიღების და საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა”.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები