ტრაილერი, რომელიც ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში მოძრაობის წესებს
არღვევს, პოლიციამ დააჯარიმა. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში
დაუდასტურეს.
საქმე ეხება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობილ ვიდეოს, რომელშიც
ჩანს, თუ როგორ გადადის წითელი ტრაილერი მოძრაობის საწინააღმდეგო
ხაზზში.
შსს-ში ამბობენ, რომ მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ნაწილით დააჯარიმეს, რაც საგზაო მოძრაობის
წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც საავარიო ვითარების ან საცობის
შექმნა გამოიწვია. ეს მუხლი 200-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.