ტრაილერის მძღოლი ცნობილი ვიდეოდან დააჯარიმეს
ტრაილერი, რომელიც ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში მოძრაობის წესებს არღვევს, პოლიციამ დააჯარიმა. ინფორმაცია ნეტგაზეთს შსს-ში დაუდასტურეს.

საქმე ეხება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ცნობილ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ გადადის წითელი ტრაილერი მოძრაობის საწინააღმდეგო ხაზზში.



შსს-ში ამბობენ, რომ მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-9 ნაწილით დააჯარიმეს, რაც საგზაო მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც საავარიო ვითარების ან საცობის შექმნა გამოიწვია. ეს მუხლი 200-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

წყარო: ნეტგაზეთი
Print