სიახლე
მამაკაცი საკუთარ სახლში დაიწვა
მამაკაცი ხანძარს ემსხვერპლა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეტში 60 წლის მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა.

გავრცელებული ინფორმაციით ხანზრის დროს სახლში არ იმყოფებოდა გარდაცვლილი კაცის დედა და ის ხანძარს გადაურჩა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი, სავარაუდოთ, დაუდევრობაა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟიც იმყოფებოდა, თუმცა მათ მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

წყარო: ინფო რუსთავი
| Print |