საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა კიდევ 3 პაციენტი.
მთავრობის ოფიციალური საიტის stopcov.ge-ს თანახმად, სულ საქართველოში
კორონავირუსის 963 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 841
გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3903
ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 202.