აშშ-ში კორონავირუსის 60 021 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 3 მილიონს მიუახლოვდა
აშშ-ში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 60 021 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რაოდენობა 2 996 098-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

CNN-ის ინფორმაციით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ეს ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

გარდა ამისა, ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს კიდევ 1 195 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 131 480-ს მიაღწია.

ცნობისათვის, როგორც კოვიდინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები