სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი კერიდან სამი ლიკვიდირებულია
სვანეთში, სოფელ ხაიშთან ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად, ხანძრის სამი კერის ლიკვიდაცია მოხერხდა, ხოლო მეოთხე კერაზე სრული ლოკალიზებაა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა.

ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველების ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

“მიმდინარეობს მონიტორინგი. სვანეთში მუშაობდა ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე, სამეგრელოს, ქვემო ქართლის, აჭარის და იმერეთის რეგიონებიდან. სოფელ ხაიშთან 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა იყო მობილიზებული. ხანძრის ქრობის პროცესში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომელთა საშუალებითაც მიმდინარეობდა ხანძრის ქრობა რელიეფურად ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებში. ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა დრონის საშუალებით. სვანეთში შექმნილი იყო სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი პირადად ხელმძღვანელობდნენ. ადგილზე, ასევე, იმყოფებოდა სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი,”-
აღნიშნულია
ინფორმაციაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print