მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას 1-ელ აგვისტომდე ახანგრძლივებს
მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი დასაქმებულებისა და თვითდასაქმებულებისთვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადას 1-ელ აგვისტომდე ახანგრძლივებს.

როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, საჭიროების შემთხვევაში რეგისტრაციის ვადა კიდევ გაგრძელდება.

„ მოგეხსენებათ, რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, თუმცა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება 1-ელ აგვისტომდე ეს ვადა გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო საჭირო საბუთების მოგროვება, ამ ადამიანებისთვის ვადა გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება შემდგომშიც გავაგრძლელებთ რეგისტრაციის ვადას. დღეს პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, გარდა ეპიდემიასთან ბრძლისა ჩვენს იმ მოქალაქეებს მივეხმაროთ, ვისაც კრიზისის გამო შეუმცირდა შემოსავალი ან შემოსავალი დაკარგა,
“-აღნიშნა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დღეის მდგომარეობით, 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა მიიღო კომპენსაცია სახელმწიფოსგან.

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რიცხვები გაიზარდოს და სწორედ ამას ემსახურება ვადის გადავადება. ამასთან, ფართოვდება თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარების მიზნობრიობა და დღეს დაუვუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე დასაქმებული ადამიანების დახმარებას, მათგანაც დავიწყებთ განაცხადების მიღებას,“-აღნიშნა პრემიერმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი
Print