საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა
გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა კიდევ 2 პაციენტი.
ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ მთავრობის ოფიციალურ საიტზე –
stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
სულ საქართველოში კორონავირუსის 973 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან
846 გამოჯანმრთელდა, ხოლო 15 გარდაიცვალა.
რაც შეეხება სხვა მონაცემებს, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4851
ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 231 ადამიანი.