გარდაბანში კორონავირუსის ორი შემთხვევა გამოვლინდა.
“კოვიდ 19” ბებიას და შვილიშვილს დაუდასტურდათ,-ამის შესახებ Tv 4-ს
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ,შოთა რეხვიაშვილმა
განუცხადა.
მისივე ცნობით, გარდაბნიდან ლუგარის ლაბორატორიაში, 27 პირის საკვლევი
მასალა იყო გადაგზავნილი.
ცნობისთვის, ასაკოვანი ქალის ინფიცირების შესახებ Tv4-მა ინფორმაცია
გუშინ გაავრცელა. ქალს კორონავირუსი სწრაფი ტესტით გარდაბნის
“ჯეოჰოსპიტალსის” კლინიკაში დაუდასტურდა. როგორც დღეს გახდა ცნობილი
პაციენტი ვირუსზე განმეორებითი ტესტის შემთხვევაშიც დადებითი
აღმოჩნდა.
წყარო: tv4.ge