რუსთავში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა [video]
რუსთავში მე-12 მიკრორაიონში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, გარდაცვლილია 40 წლამდე მამაკაცი.

როგორც ადგილობრივებმა ინფო რუსთავს განუცხადეს, ხანძარი სავარაუდოდ ფსიქიკური პრობლემების მქონე მამაკაცმა გააჩინა, რომელიც მანამდე სახლში ცეცხლის გაჩენით იმუქრებოდა.

ჩვენი ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა.

დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო ეკიპაჟი, ასევე სასწრაფოსა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.


წყარო: ინფო რუსთავი
Print