სიახლე
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რვა სოფლის მოსახლეობას უწყვეტი წყალმომარაგება ექნება
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რვა სოფლის – წინწყაროს, გოლთეთის, ხაიშის, ქოსალარის, დიდი და პატარა დურნუკის, მაწევანისა და ქოთიშის წყალმომარაგების სისტემის მოწყობა.

აღნიშნულ სოფლებს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, ამ ეტაპზე, არ ემსახურება. სამუშაოების დასრულების შემდეგ 3000-ზე მეტ ადგილობრივს ათწლეულების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და წყალს 24 საათის განმავლობაში მიიღებს.

პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტის დაკვეთით 8,4 მილიონი ლარით დაფინანსდება, მდინარე ალგეთის წყლის ამოტუმბვას, გაფილტვრას, ახალი რეზერვუარის და მაგისტრალური ქსელის მოწყობას, ასევე შიდა ქსელის მოწყობას და 650 აბონენტის გამრიცხველიანებას ითვალისწინებს.

წყალმომარაგების კომპანია, ქვემო ქართლის რეგიონში, ამ დროისთვის, ოთხ პროექტს ახორციელებს. აქტიურად მიმდინარეობს მარნეულის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, მარნეულის წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების, ბოლნისის კოლექტორისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა. ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის წყალმომარაგების პირველი ეტაპის სამშენებლო სამუშაოები და ქალაქ მარნეულში, იალღუჯის დასახლებაში წყალსადენისა და წყალარინების გარე ქსელების მოწყობა. პროექტების ჯამური ღირებულება 184,310,255,00 ლარია.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია