სიახლე
თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულზე აფეთქება მოხდა
თბილისში, თემქაზე საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულზე აფეთქება მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ცნობით, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

„საცხოვრებელი კორპუსის მე-10 სართულზე მოხდა აფეთქება, სახლი დაკეტილი იყო და არავინ არ იმყოფებოდა. ხანძარი არ ფიქსირდება, ჩამსხვრეულია ფანჯრები და ჩამოშლილია შეკიდული ჭერი. ადგილზე მობილიზებულია 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია