თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი და
ავტობუსი შეეჯახა.
დაშავდა 4 ადამიანი, ისინი სამედიცინო დაწესებულებაში
გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც
სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას
გულისხმობს.