სიახლე
მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარეში ავტომანქანით გადავარდნილ მამაკაცს ეძებენ
მესტიის მუნიციპალიტეტში, მდინარე მულხურაში ავტომანქანით გადავარდნილ მამაკაცს ეძებენ.
შემთხვევა მესტია-უშგულის გზის მულახის მონაკვეთზე მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მესტიის მერმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა განუცხადა, მდინარეში გადავარდნილ ავტომობილში ერთი ადამიანი იჯდა, რომლის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„ერთი ადამიანი იჯდა მანქანაში და მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ტერიტორიაზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურის ყველა ბრიგადა, ვინც კი გვყავდა ადგილზე“ , - განაცხადა ჟორჟოლიანმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სოფლის რწმუნებულმა ვასო ზურებინმა განუცხადა, ავტომანქანა ამოყვანილია, თუმცა მანქანაში მყოფი პირის სამძებრო სამუშაოებს მდინარის დინება აფერხებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია