სიახლე
რუსთავში აფეთქების შედეგად 1 კაცი გარდაიცვალა
რუსთავში აფეთქების შედეგად 1 კაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფრომაციით, ჯართის მიმღებ პუნქტში გაზის ბალონი აფეთქდა.

შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია