რუსთავში აფეთქების შედეგად 1 კაცი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში
დაუდასტურეს. გავრცელებული ინფრომაციით, ჯართის მიმღებ პუნქტში გაზის
ბალონი აფეთქდა.
შსს-ს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის
240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს
წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.