სიახლე
ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
პოლიციამ ხაშურში ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა პირებმა ხაშურის სოფელ ალში, ერთ-ერთ პირს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: On
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია