სიახლე
სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანულმა მხარემ ჩვენი პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი განაახლა
2-3 საათიანი პაუზის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხური პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„3-4 საათიანი პაუზის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ დღეს დილიდან პროვოკაციული ოპერაციები განაახლა და სომხური პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი კვლავ გახსნა. სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა შესაბამისი პასუხი გასცეს. არ არის გამორიცხული, რომ მოწინააღმდეგე მხარეს დანაკარგი განეცადა ”, - დაწერა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესპიკერმა შუშან სტეპანიანმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში.“

შეგახსენებთ, გუშინ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, მედიის ინფორმაციით, დაიღუპა 3 და დაშავდა 5 აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია