მერი და მისი მოადგილეები შაუმიანის ბიბლიოთეკის რებილიტაციის პროექტის განხილვაზე არ მივიდნენ
დღეს, 13 ივლისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოებამ“ პროექტის საჯარო განხილვა გამართა, რომელიც გულისხმობს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანში არსებული ბიბლიოთეკისა და მელიქ-ფაშაევის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას.

როგორც ჩვენთან საუაბარში ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოების წარმომადგენელმა მარიამ ელოშვილმა თქვა, შეხვედრის მთავრი მონაწილეები (მერია) პრეზენტაციას არ დაესწრნენ რის გამოც გაურკვევლობაში არიან. პროექტის განხორციელების თაობაზე სიტყვიერი თანხმობა მათ მარნეულის მერის მოადგილემ ლაშა ლობჯანიძემ მისცა.

„ჩვენი ორგანიზაციის იდეა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის ახალი დატვირთვის შეძენა. მერიასთან ჩვენ უკვე ერთი წელია პროექტზე კომუნიკაცია გვაქვს. სიტყვიერად შეთანხმებული ვიყავით ლაშა ლობჯანიძესთნ. ჩვენი გერმანელი პარტნიორიც კი იყო ჩამოსული და ყველანი ერთად შევხვდით და მერიისგან თანხმობა იყო, ისევე როგორც, კულტურის დეპარტამენტისგან. სამწუხაროდ, როცა ჩვენ მერიასთან ოფიციალურად დავიწყეთ წერილის მიწერა, წერილმა დაიგვიანა და ჩამოვედი ზაურ დარგალთან შესახვედრად. მას არ უთქვამს პირდაპირი უარი, თუმცა არც თანხმობა უთქვამს.ჩემთვის გაურკვეველი მიზეზები ჩამოთვალა", - თქვა მარამ ელოშვილმა და აღნიშნა, ერთ-ერთი მიზეზი, რაც მას მერმა დაუსახე მოსახლეობის წინააღმდეგობა იყო.

„მე ვერ ვიგებ მოსახლეობა რატომ არის წინააღმდეგი. მერს ამის გამო შევთავაზე რაიმე განხილვა გაგვეკეთებინა ამასთან დაკავშირებით, რაზეც დამთანხმდა. დღეს ველოდებოდით ან ბატონ ზაურს, ან რომელიმე მოადგილეს, შეთანხმებულები ვიყავით. თუმცა არავინ მოვიდა. მე შევეცდები უშუალოდ შაუმიანში ჩავიდე და იქ გავაკეთოთ ამ პროექტის პრეზენტაცია. ჩვენ მოპოვეული გვაქვს ორი დაფინანსება. ერთი არის საერთაშორის, მეორე არის ადგილობრივი. ასე გამოდის, რომ ჩვენ ეს პროექტები გვიფუჭდება. ვეცდებით, რომ დიალოგი შედგეს (მერიასთან)“


ელოშვილის განმარტებით, პროექტი მოიცავს მე-19 საუკუნის ისტორიული ნაგებობის, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის რესტავრაციას და მის დატვირთვას სხვადასხვა ახალი ფუნქციით. იმ შემთხვევაში, თუ მერიამ შაუმიანში არსებული ბიბლიოთეკის და სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციისთვის ოფიციალურ თანხმობას იტყვის, მოეწყობა მრავალფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე, სადაც კვლავ იფუნქციონირებს ბიბლიოთეკა და სამუზეუმო სივრცე, ასევე მას დაემატება საკონფერენციო და სალექციო სივრცე, სამეცნიერო ლაბორატორია არქეოლოგიისა და მისი მომიჯნავე სპეციალობებისათვის, დამატებითი საგამოფენო სივრცე, ექსპერიმენტული არქეოლოგიის ბანაკი და სხვა.

დღევანდელ შეხვედრას მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორი, ნატო შავიშვილი ესწრებოდა, რომელიც ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოების პროექტს გაეცნო.

რადიო „მარნეული“ ამ დრომდე ცდილობს მერიის პოზიციის გაგებას. საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ მარნეულის მერს ზაურ დარგალს და მის მოადგილეს ლაშა ლობჯანიძეს დავურეკეთ, რომლებიც ჩვენს ზარებს არ პასუხობენ.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები