სიახლე
კაჩაგანის ერთეულში მერის წარმომადგენელი Covid-19-ით ინფიცირებულის ბრალდებებს ეხმიანებს

სოფელ კირაჩ-მუღანლოში კორონავირუსით ინფიცირებული 38 წლის ქალი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობდა, რომ კარანტინის დროს მოსავალი მთლიანად გაუფუჭდა.

ვუსალა ბაირამოვა ამბობდა, რომ როდესაც მას და დედამისს კორონავირუსი დაუდასტურდათ ოჯახის ყველა წევრი კარანტინში გადაიყვანეს, ხოლო სახლის კარ-ფანჯარა ღია დარჩათ. ოჯახს მოსავალი იმიტომ გაუფუჭდა, რომ მას არავინ უვლიდა. ბაირამოვამ მოსავლის გაფუჭებაში კაჩაგნის ადმინისტრაციული ერთეულის მერის რწმუნებული ეჰტირამ ალიევი და მისი მეზობელი რაჰმან მუსაევი დაადანაშაულა.

თავდაპირველად ეჰტიმარ ალიევმა რადიო „მარნეულის“ ზარებს არ უპასუხა, სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდგომ კი ბრალდებებს გამოეხმაურა.

ალიევი რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს, რომ ვუსალა ბაირამოვას ოჯახის მიმართ ძალადობის ფაქტი არ ყოფილა. ექიმებისა და პოლიციელების მონაწილეობით ის საავადმყოფოში წაიყვანეს, ხოლო მეუღლე და ბავშვები კარანტინში გადაიყვანეს.

„ჩვენ არასდროს არ ვძალადობთ მოსახლეობაზე, ეს პანდემიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება იყო. ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ კლინიკაში გადაყავთ, ხოლო კონტაქტები კარანტინში 14 დღით. ამას ჩვენ არ ვწყვეტთ, არის შესაბამისი სახელმწიფო უწყებები, რომლებიც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ. ჩვენ წარმოდგენილები ვართ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობა. გვირეკავენ და გვეუბენებიან, რომ სოფლიდან ეს და ეს ადამიანი უნდა წამოიყვანოთო, ჩვენც ექიმებთან ერთად მივდივართ ადგილზე და მოგვყავს ეს ადამიანი. ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ვინმეს რამე დავაძალოთ“

ეჰტიმარ ალიევი მოსავლის გაფუჭების შესახებ ბაირამოვას ბრალდებასაც ეხმიანება. მისი თქმით, სანამ ოჯახი კარანტინის რეჟიმში იყო, ის მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებს რწყავდა.

„მათი წასვლის შემდეგ მელორაციის სამსახურის წარმომადგნელ დოვრან გუმბათოვს მივმართე რომ დამხმარებოდნენ სიმინდის ნაკვეთის მორწყვაში. მათი ნათესავებიც იყვნენ და ვუთხარით, მოდით დაგვეხმარეთ. ხოლო, სათბურში კომბოსტოს მდგოამრეობა ჩვენამდეც გაფუჭებული იყო. ჩვენამდე იყო ეს საკითხი, არ ვიცი როგრო რწყავდნენ. ჩვენ სარწყავი წყალის ამბავი მოვაგვარეთ და ვრწყავდით, მაგრამ რადიო მარნეულში ამის საწინააღმდეგო მოვისმინეთ. მოქალაქეებმა არასწორად არ გაიგონ. ჩვენ არავის მიმართ ძალადობა არ განგვიხორციელებია, პირიქით ვცდილობთ მათი პრობლემები მოვაგვაროთ“

ეჰტირამ ალიევი აცხადებს, რომ ვუსალა ბაირამოვას და ნიამედდინ ამირხანლის მიერ რადიო „მარნეულისათვის“ მიცემული ინტერვიუს შემდეგ სოციალურ ქსელში მასზე ბულინგი დაიწყო. ალიევის თქმით, ის მუშაობის პროცესში ყოველთვის ახლოდან ეცნობა მოსახლეობის პრობლემებს და მათ დახმარებას ცდილობს.

ალიევი აცხადებს, რომ ოჯახი კარანტინში გადაყვანისას არ მოუტყუებიათ, ის ერთი საათის განმავლობაში პოლიციასთან ერთად მათ ელოდებოდა. მისი თქმით, ოჯახს ამ დროის განმავლობაში სახლის საქმეების დამთავრეაბა და კარ-ფანჯრების დაკეტვაც უნდა მოესწროთ.

წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში მომუშავე ვუსალა ბაირამოვასა და მის თანამშრომელს კორონავირუსი 8 ივნისს დაუდასტურდა.

 

| Print |