სიახლე
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი აცხადებს, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ამჟამად ვითარება შედარებით მშვიდია
სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის შუშან სტეპანიანის ინფორმაციით, გვიან ღამით, სომხურმა მხარემ მოწინააღმდეგის ტანკის გადაადგილება ცეცხლით აღკვეთა.

ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

სტეპანიანის ცნობით, ამჟამად საზღვარზე სიტუაცია შედარებით მშვიდია.

ამასთან, თავდაცვის უწყების წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ სომხური მხარე მალე „საინტერესო ვიდეოს“ გამოაქვეყნებს.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
COVID-19-სთან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს
სრულად
04:00 / 05.08.2020
დაიცავი დისტანცია