აზერბაიჯანული მედია იუწყება, რომ მათი რამდენიმე სოფლის მიმართულებით სომხურმა მხარემ დილიდან ცეცხლი გახსნა
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა თოვუზის რაიონში აზერბაიჯანის სოფელ აგდამისა და ალიბეილის მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი დილიდან ისევ გახსნეს. განცხადება ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ვაგიფ დარგიახლიმ გააკეთა.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო.

წყარო: პირველი არხი
Print