მუქარა და დამწვარი ფიტული — ქართული მარშის მორიგი ანტიდასავლური აქცია
ჰომოფობიური, ქსენოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტიის, ქართული მარშის მხარდამჭერებმა მორიგი ანტიდასავლური აქცია გამართეს.
ისინი ღია საზოგადოების ფონდთან შეურაცხხმყოფელი შეძახილების ფონზე მსვლელობით მივიდნენ და ფიტული დაწვეს.

პარტიის ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ ულტიმატუმიც გააჟღერა, რომ სოროსის ფონდმა საქართველო დატოვოს, წინააღდეგ შემთხვევაში ის დაიმუქრა, რომ "ოფისი დაინგრევა".

ქართული მარშმა პარტიის ყრილობა ილია ჭავჭავაძის მუზეუმში გამართა. მათ არჩევნებზე გამარჯვების და პარლამენტში მოხვედრის იმედი აქვთ. 

წყარო: On
Print