მაია ცქიტიშვილი - გიორგი რურუას საქმეში პოლიტიკურ სარჩულს ვერ ვხედავ, ცალკეული პოლიტიკოსის განცხადება არის მათი აზრი
ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ის „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუასადმი გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენში პოლიტიკურ სარჩულს ვერ ხედავს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები არის მათი აზრი.

„ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი კომენტარი გაკეთდა. წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ, რომ მართლმსაჯულების სისტემა გამართულად მუშაობს. შესაბამისად, გვქონდა საშუალება გამჭვირვალედ გვენახა მთელი ამ პროცესის განმავლობაში მართლმსაჯულების პროცესი. სასამართლომ მიიღო განაჩენი, მას აქვს მისჯილი შესაბამისი ვადა სასამართლოს მიერ. არავითარ პოლიტიკურ სარჩულს ამაში მე ვერ ვხედავ და სრულიად გამოვრიცხავ რაიმე სახის პოლიტიზირებული გადაწყვეტილების მიღებას. ცალკეული პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებული განცხადებები არის მათი აზრი“,
- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ "მთავარის" თანადამფუძნებელს, გიორგი რურუას სასამართლომ 4-წლიანი პატიმრობა გუშინ მიუსაჯა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები