სიახლე
“ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პოლიტიკურ თანამდებობებს პირველი აგვისტოდან დატოვებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ “ქართული ოცნება” ავრცელებს.

კერძოდ, თანამდებობებს დატოვებენ:

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, რომელიც თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია;

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი (გორი-კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი);
მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე (მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი);

ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე (ვაკის რაიონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი).
თანამდებობა უკვე დატოვეს აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარადგინა, და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ.

რაც შეეხება დეპუტატობის კანდიდატებად დასახელებულ სხვა ადმინისტრაციული თანამდებობის პირებს, “ქართული ოცნების” ინფორმაციით, ისინი თანამდებობებს საარჩევნო კამპანიის დაწყებისთანავე დატოვებენ.

წყარო: ნეტგაზეთი
| Print |