"ევროპული საქართველო" ხვალ რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს
პარტია "ევროპული საქართველო" ხვალ, 3 აგვისტოს რეგიონებში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს წარადგენს.

პარტიის ინფორმაციით, კანდიდატების წარდგენა ალექსანდროვის ბაღში 12:00 საათზე დაიწყება.

ინფორმაციისთვის, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით ჩატარდება, საიდანაც 30 მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატი იქნება, 120 კი პროპორციული სისტემით.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები