საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ოჯახში ძალადობსი ბრალდებით
თბილისში 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი
დააკავა.
უწუების განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ
ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა – დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით
შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად
ძალადობდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის
მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით
არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ოჯახში ძალადობას გულისხმობს.