ახმედ იმამკულიევი „ევროპული საქართველოს“ მარნეულის და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება
„ევროპული საქართველოს“ მარნეულის და გარდაბნის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი კანდიდატი ახმედ იმამკულიევი იქნება.

„ევროპული საქართველო“ მაჟორიტარ კანდიდატებს, დღეს, 3 აგვისტოს, 12:00 საათზე წარადგენს.

რადიო „მარნეულს“ ახმედ იმამკულიევმა დაუდასტურა, რომ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.

„მე ვიქნები კანდიდატი მარნეულისა და გარდაბნის ოლქში. იმედი მაქვს, რომ პირველივე ტურში ჩვენს მოქალაქეებთან ერთად გავიმარჯვებთ ოლიგარქიულ მმართველობაზე და მის მარიონეტ თოჯინებზე. თუ იქნება მეორე ტური, ამ შემთხვევაში ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ დავამარცხოთ ოლიგარქიული მმართველობა“ - განაცხადა ახმედ იმამკულიემა

იმამკულიევის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი პარტია და სხვა ოპოზიციური პარტია გადავა „ევროპული საქართველო“ მხარდაჭერას ოპოზიციური პარტიას გამოუცხადებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები